ბათუმის კერძო სკოლა „განათლებაში“ სამოქალაქო განათლებისა და მშობელთა კლუბების ინიციატივითა და ორგანიზებით ჩატარდა მშობელთა კონფერენცია თემაზე: „ოჯახი და სკოლა-საზოგადოების მოდელი“.
კონფერენციას ბათუმის დასაქმებისა და განვითარების ცენტრის დირექტორი მაია ქათამაძე, სკოლის დირექტორი ქეთევან გოშხეთელიანი, დირექტორის მოადგილეები ლია მახარაძე და მაია შაინიძე, პედაგოგები, მშობლები და მოსწავლეები ესწრებოდნენ.
კონფერენცია სკოლის დირექტორმა, ქეთევან გოშხეთელიანმა გახსნა, რომელმაც მშობლის სასკოლო ცხოვრებაში ჩართულობის აუცილებლობაზე ისაუბრა.
კონფერენიცაზე მოხსენებებით გამოვიდნენ მშობლები: ადვოკატი მერაბ პაქსაძე, იურისტი ნანა ბერიძე, პედაგოგი ეკა აფაქიძე, აგრარულ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი გიული ბერიძე, შპს „გიგის“ დირექტორი ხათუნა გოგიშვილი, განათლების სახლის მენეჯერი მაიკო ბერიძე.
კონფერენციას სამოქალაქო განათლების კლუბის ხელმძღვანელი მაკა ხინთიბიძე უძღვებოდა, რომელმაც კონფერენციის მსვლელობისას მშობლებს რამდენიმე სახალისო აქტივობა შესთავაზა.
საინტერესოდ წარიმართა დისკუსია თემაზე: „საჭიროა თუ არა შეიცვალოს მშობელთა კრების ჩატარების ფორმატი“. კონფერენციის მონაწილეებმა გამოთქვეს მოსაზრებები და დამოკიდებულებები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.
კერძო სკოლა „განათლების“ დირექცია მადლობას უხდის მაკა ხინთიბიძეს, მშობლებს, სტუმრებს კონფერენციაში აქტიური მონაწილეობისათვის.
იხილეთ ფოტოები