სკოლა „ივერიის“ მოსწავლეებმა პოეზიის საღამოს სტუმრებს ჩაით სხეული, ლექსებით კი სული გაუთბეს
21-03-2018
თბილისის კერძო სკოლა „ივერიის“ მოსწავლეებმა პოეზის საღამო - „ჩაი და პოეზია“ გამართეს. ღონისძიებას ფსიქოლოგი მარიამ ოლგესაშვილი ხელმძღვანელობდა.
„ამ არაჩვეულებრივმა ახალგაზრდებმა მოწვეულ სტუმრებს ჩაი მიართვეს, რომელიც მოსწავლეთა ჩანაფიქრით, მათ სხეულებს გაათბობდა, ლექსები კი - სულს“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
სკოლის ადმინისტრაცია მოსწავლეებს უამრავ ახალ პროექტს და წარმატებულ ღონისძიებას უსურვებს.