კერძო სკოლა „განათლების“ ჯგუფმა მათემატიკის ფესტივალზე სპეციალური ანიმაცია წარადგინა
21-03-2018
ექსპო-ჯორჯიაში  მათემატიკის ფესტივალი გაიმართა, სადაც მიწვეულ იყო ბათუმის კერძო სკოლა „განათლების“ მოსწავლეთა თხუთმეტკაციანი ჯგუფი (ხელმძღვანელები: მაგული ქურიძე, თამილა ტაბიძე). 

მოსწავლეებმა წარადგინეს „პი“ რიცხვის თემაზე შექმნილი საინტერესო პრეზენტაციები, ხელნაკეთი ხელსაწყოები, კულინარიული ნაწარმი, სლაიდშოუ.  
 
განსაკუთრებული მოწონება დაიმახურა ანიმაციამ „პი რიცხვის ფიქრები“.  
 
ფესტივალში აქტიური მონაწილეობისთვის მოსწავლეები და მათი ხელმძღვანელები სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ. 
 
კერძო სკოლა „განათლების“ დირექცია მადლობას უხდის მაგული ქურიძეს, ვენერა აბუსერიძეს, თამილა ტაბიძეს, მოსწავლეებს მიღწეული წარმატებებისათვის და მადლიერებას გამოხატავს ფესტივალის ორგანიზატორებისადმი.   
 
იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203