გადამზადდა 46 545 მასწავლებელი - მუშავდება პროფესიის რეგულირების ახალი წესი
06-06-2022
სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ მოხსენებაში, რომელიც პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტს გადაუგზავნა, აღნიშნულია, რომ 103 სატრენინგო მოდულია შექმნილი მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისთვის. ამასთან, საკონსულტაციო სამუშაო ჯგუფი მუშაობს პროფესიის რეგულირების ახალი წესზე.

2022 − 2030 წლების განათლებისა და მეცნიერების ერთიანი ეროვნული სტრატეგიის პროექტით განისაზღვრა, მასწავლებლის პროფესიული განვითარების ახალი სისტემისა და პროფესიის რეგულირების ახალი წესის შემუშავების ვალდებულება. პროფესიული განვითარების ახალი სისტემის პირველადი ვერსია მომზადებულია მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული საკონსულტაციო სამუშაო ჯგუფის მიერ.

მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარების ხელშეწყობისათვის, შეიქმნა 103 სატრენინგო მოდული როგორც საგნობრივი, ასევე გამჭოლი მიმართულებებით და ჯამში გადამზადდა 46 545 მასწავლებელი
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203