„ეს დიაგნოზი განაჩენი არ არის“ - მოგვიწოდებენ ორლოვკის საჯარო სკოლის მოსწავლეები
21-03-2018
ორლოვკის საჯარო სკოლაში პროექტი - „ეს დიაგნოზი განაჩენი არ არის“ მოამზადეს.

პროექტზე ერთობლივად მუშაობდა როგორც სომხური, ისე ქართული სექტორი. 

პროექტი მიზნად ისახავდა მოსწავლეთა ცნობიერებისა და ცოდნის დონის ამაღლებას აივ ინფექცია/შიდსთან დაკავშირებულ საკითხებზე. 

აქტივობას მასწავლებლები ვარტანუშ სეირანიან და ნანა ბაღიშვილი ხელმძღვანელობდნენ.
მოსწავლეებმა მასწავლებლების დახმარებით შექმნეს სოციალური კითხვარები და ადგილობრივი მოსახლეობა აღნიშნულ საკითხთან დაკაშირებით გამოკითხეს.  
 
სკოლის აღსაზრდელები სკოლის დირექტორ არაქელ სეირანიანთან ერთად ნინოწმინდის რაიონულ სავადმყოფოს ესტუმრნენ  და მთავარ ექიმთან ინტერვიუ ჩაწერეს. 

მოსწავლეებმა აღნიშნულ საკითთხთან დაკავშირებით ფილმის ჩვენება მოაწყვეს და დისკუსია გამართეს. 

მოზარდებმა პროექტი შემაჯამებელი სახით წარუდგინეს სკოლას და გამოუშვეს სკოლის კედლის გაზეთი. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203