კერძო სკოლა „ივერიის“ ფსიქოლოგი სკოლაში ტრენინგებს, პრეზენტაციებსა და შეხვედრებს აქტიურად ატარებს
თბილისის კერძო სკოლა „ივერიის“ ფსიქოლოგი მარიამ ოლგესაშვილი სკოლის ცხოვრებაში აქტიურადაა ჩართული.
ის სხვადასხვა კლასში მრავალფეროვან ტრენინგებს და შეხვედრებს ატარებს.
გთავაზობთ ღონისძიებების ჩამონათვალს:
ღონისძიება „შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს, შესაძლებლობები შეუზღუდავია“, მეხუთე კლასის მოსწავლეებმა ჩაატარეს.
ღონისძიება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს ეძღვნებოდათ. მოსწავლეებმა პრეზენტაცია წარმოადგინეს და შშმ პირებს წერილები მისწერეს.
ღონისძიებაში ჩაერთვნენ პირველი და მეორე კლასის მოსწავლეები, რომლებმაც პროექტის მხატვრული გაფორმება ითავეს და საინტერესო ნახატები შესთავაზეს დამსწრეებს.
მეშვიდე კლასში ჩატარდა შეხვედრა სხეულის ენასთან დაკავშირებით.
რას წარმოადგენს სხეულის ენა? როგორ ვმართოთ ემოციები? რას ნიშნავს ჩვენი თითოეული ჟესტი? რაში გვეხმარება სხეულის ენა? - შეხვედრაზე ეს და სხვა მრავალი საკითხი განიხილეს.
მესამეკლასელ მოსწავლეებს მარიამ ოლგესაშვილმა გრძნობების ფურცელზე გადატანა ასწავლა.
პატარებმა დახატეს და აღწერეს თავიანთი ემოციები.
ტოლერანტობას კვირასთან დაკავშირებით მოსწავლეებმა საინტერესო პრეზენტაცია ჩაატარეს.
მათ ისაუბრეს როგორც ტოლერანტობაზე, ასევე საინტერესო ფაქტები გააცნეს დამსწრე საზოგადოებას, იმ ჯგუფების შესახებ რომლებიც იდევნებიან, განსხვავებული შეხედულებების, ფერის თუ რელიგის გამო.
საინტერესო შეხვედრა შედგა ასევე მშობლებსა და სკოლის ფსიქოლოგს შორის.
შეხვედრაზე ბავშვის ასაკობრივი კრიზისები განიხილეს. შეხვედრას პირველი და მეორე კლასის მოსწავლეების მშობლები ესწრებოდნენ.
კერძო სკოლა „ივერია“ მარიამ ოლგესაშვილს მადლობას უხდის ასეთი აქტიურობისთვის და მომავალში უფრო მეტ წარმატებებს უსურვებს.
იხილეთ ფოტოები