სამების საჯარო სკოლის „ეტალონის“ მონაწილე მოსწავლეების მორიგი წარმატება
21-03-2018
წალკის, სამების საჯარო სკოლის ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ მონაწილე მოსწავლეებს სერთიფიკატები საზეიმოდ გადაეცათ. სკოლის აღსაზრდელები „ეტალონის“ შიდა სასკოლო ტესტირებაში მონაწილეობდნენ და 50-პროცენტიანი ბარიერი გადალახეს. ტესტირება სკოლებში „ეტალონიდან“ მიწოდებული ტესტებისა და ინსტრუქციის შესაბამისად ჩატარდა.
გასულ წელს სკოლას „წალკის ეტალონი მოსწავლე“ ჰყავდა.
სკოლის წარმომადგენლები გამარჯვებულ მოსწავლეებს წარმატებას და წინსვლას უსურვებენ.
შეგახსენებთ, „ეტალონი“ 2017-2018 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს „ეტალონ მოსწავლეებს“.