დირექტორების სტანდარტის პირველადი ვერსია მზად არის - პრემიერი
01-06-2022
მომზადდა დირექტორებისა და სკოლების მართვის ახალი კონცეფციის პირველადი ვერსია, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ მოხსენებაში აღნიშნა.
როგორც დოკუმენტში წერია, პირველად ვერსიაში აქცენტი გაკეთებულია, სკოლის დირექტორის, როგორც საგანმანათლებლო ლიდერის, ფუნქციების გაძლიერებაზე.
უნდა აღინიშნოს, რომ დოკუმენტის გამოქვეყნებას სასკოლო საზოგადოება ჯერ კიდევ წლის დასაწყისში ელოდა, თუმცა არც პირველადი ვერსია და მით უმეტეს, არც საბოლოო არ გამოქვეყნებულა, უცნობია ისიც, კონკრეტულად რას მოიცავს ახალი კონცეფცია ან როდის ვიხილავთ საბოლოო ვარიანტს.
ისიც უნდა ვთქვათ, რომ სასკოლო საზოგადოება კვლავაც ელის დირექტორების გამოცდის ჩატარებას, რომელიც 2 წლის წინ უნდა ჩატარებული, თუმცა გადაიდო. 2021 წლის დეკემბერში განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ დირექტორობის გამოცდა 2022 წელს ჩატარდებოდა და მისი გადადების 2 მიზეზიც დაასახელა; პირველი - პანდემია იყო, მეორე კი დირექტორის ახალი სტანდარტის დამტკიცება.
გეტყვით იმასაც, რომ ამ დრომდე არც გამოცდებთან დაკავშირებით გაჟღერებულა ინფორმაცია, შესაბამისად, გამოცდაზე გასვლის მსურველები კვლავაც მოლოდინის რეჟიმში არიან, ამასობაში კი საქართველოს საჯარო სკოლების უმრავლეოსობას კვლავაც დირეტორობის მოვალეობის შემსრულებლები ხელმძღვანელობენ.