გამოცდები 25 ივნისს იწყება - „ნაეკმა“ კემბრიჯის ტესტირებაზე რეგისტრაცია გამოაცხადა
დაიწყო კემბრიჯის გამოცდების კომპიუტერულ ვერსიებზე CB PET, CB FCE და CB CAE რეგისტრაცია, რომელიც 15 ივნისის 18:00 საათამდე გაგრძელდება.
აპლიკანტმა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ელექტრონულ ფოსტაზე kotiashvili@naec.ge უნდა გამოაგზავნოს:
- შევსებული სააპლიკაციო ფორმა;
- გადახდის დამადასტურებელი ქვითარი;
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
- 17 წლამდე მონაწილეებმა შევსებული ანკეტა იმ შემთხვევაში, თუ არ აქვთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან პასპორტი. არსებულ ფორმას თან უნდა დაურთოს 3X4-ზე ზომის 2 ფოტო.
ანკეტაზე ხელი უნდა მოაწეროს აპლიკანტის პედაგოგმა ისე, რომ ხელმოწერა გადავიდეს ფოტოსურათზე. ასევე სააპლიკაციო ფორმის მე-2 გვერდის ბოლოს აუცილებელია მშობლის/მეურვის ხელმოწერა. სრულწლოვანი პირებისათვის კი საკუთარი ხელმოწერა.
იმისათვის, რომ აპლიკანტი დარეგისტრირებულად ჩაითვალოს, გთხოვთ დაელოდოთ დოკუმენტაციის მიღების შესახებ დასტურს, რომელსაც ელექტრონულ ფოსტაზე მიიღებთ.
საბანკო რეკვიზიტები
ტესტირება ჩატარდება შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში (მისამართი: ე. მინდელის N9) შემდეგი განრიგით:
Computer-based PET – 30 ივნისი
Computer-based FCE-9 ივლისი
Computer-based CAE- 25 ივნისი
კემბრიჯის გამოცდების ერთ-ერთი დიდი უპირატესობა ისაა, რომ სხვა მსგავს გამოცდებთან შედარებით მისი სერტიფიკატი უვადოა. მას ყოველწლიურად დაახლოებით 3 მილიონი ადამიანი აბარებს მსოფლიოს 130-მდე ქვეყანაში.