„არების“ გამო სკოლებში გამოცდები არ ჩატარდება - მოსწავლეები შემაჯამებელი/კომპლექსური დავალებით შეფასდებიან
01-06-2022

ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცვლილება შევიდა; მიხეილ ჩხენკელის დადგენილებით, 2021-2022 სასწავლო წელს, საბაზო და საშუალო საფეხურის ის მოსწავლეებს, რომელთაც სასწავლო წლის განმავლობაში გააცდინეს 38-ე მუხლის მე-3 პუნქტის პირობებით განსაზღვრული საათების რაოდენობა, ისინი შეფასდებიან შემაჯამებელი/კომპლექსური დავალების საფუძველზე.

სკოლა ვალდებულია მოსწავლეებს წინასწარ გააცნოს შემაჯამებელი/კომპლექსური დავალება და ჩაუტაროს კონსულტაციები საჭიროებისამებრ. შემაჯამებელ/კომპლექსურ დავალებაში მიღებული ქულა იქნება საგნის წლიური ქულა.

2021-2022 სასწავლო წელს არ ტარდება 38-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული გამოცდები, - აღნიშნულია ბრძანებაში.

ხოლო 2021-2022 სასწავლო წელს სსსმ მოსწავლის მიმართ მოქმედებს 56​10 მუხლით განსაზღვრული პირობები. სსსმ მოსწავლეებისათვის შემაჯამებელი-კომპლექსური დავალება უნდა შედგეს ინდივიდუალური სასწავლო გეგმის გათვალისწინებით.

იხილეთ ასევე:

მოსწავლეები პირველი სემესტრის გამოცდას ახლა ჩააბარებენ - მინისტრის გადაწყვეტილება

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203