მოსწავლეები პირველი სემესტრის გამოცდას ახლა ჩააბარებენ - მინისტრის გადაწყვეტილება
02-06-2022

განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის გადაწყვეტილებით, ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცვლილება შევიდა, რომლის მიხედვითაც, მოსწავლეებს, რომლებმაც კოვიდის გამო, სასწავლო წლის პირველ სემესტრში ვერ ჩააბარეს გამოცდა, ამის შესაძელბლობა 17 ივნისამდე მიეცემათ.

„2021-2022 სასწავლო წელს იმ მოსწავლეებისთვის, რომელთაც დადასტურებული კოვიდის ინფექციის გამო დათქმულ ვადაში ვერ მოახერხეს პირველი სემესტრის სემესტრულ გამოცდაზე გასვლა, სკოლა ვალდებულია პირველი სემესტრის სემესტრული გამოცდა დანიშნოს 2022 წლის 17 ივნისამდე არაუგვიანეს 2 კვირით ადრე“, - აღნიშნულია ჩხენკელის მიერ ხელმოწერილ ბრძანებაში.

იხილეთ: „არების“ გამო სკოლებში გამოცდები არ ჩატარდება - მოსწავლეები შემაჯამებელი/კომპლექსური დავალებით შეფასდებიან

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203