თუ ტრენინგის დროს ხმას და კამერას არ ჩართავთ შესაძლოა კურსი გავლილად არ ჩაგეთვალოთ
12-06-2022

უფროსი, წამყვანი და მენტორი მასწავლებლებისთვის განკუთვნილი ტრენინგები დაიწყო. პედაგოგების გადამზადება სხვადასხვა მიმართულებით მიმდინარეობს.

მასწავლებლებმა თავად აირჩიეს, რა საკითხში სურდათ ცოდნის გაღრმავება - პროფესიულ უნარებში, საგნობრივი კუთხით თუ ინკლუზიური განათლების მიმართულებით.

ტრენინგების გავლა ყველა სტატუსიანი მასწავლებლისთვის სავალდებულოა, თუმცა სერტიფიკატს ყველა ვერ მიიღებს.

ტრენინგებზე პედაგოგების შეფასება ხდება დასწრებისა და აქტიურობის მხრივ. უკუკავშირი აუცილებელია, რათა დაფიქსირდეს, რომ მასწავლებელი აქტიური მსმენელია.

როგორც თავად ტრენერებმა მასწავლებლებს განუცხადეს, თუ მსმენელი ტრენინგის დროს არც ხმას ჩართავს, არც კამერას და არც დავალებებს შეასრულებს, ის დადებითად ვერ შეფასდება.

„მასწავლებელი, რომელიც ტრენინგების 70%-ზე მეტს გააცდენს, ასევე პედაგოგი, რომელიც აქტიურად არ იქნება ჩართული - არ ჩართავს კამერას, ხმას, არ ჩაერთვება დისკუსიაში, არ შეასრულებს ტრენინგზე მიცემულ დავალებებს, მას კურსი გავლილად არ ჩაეთვლება. უხერხულიც იქნება სხვა მასწავლებლებთან, რომ ერთმანეთს გავუთანაბროთ ის, ვინც აქტიური მსმენელი იქნება და ის, ვისგანაც უკუკავშირს საერთოდ ვერ მოვისმენთ“, - აღნიშნა ტრენერმა etaloni.ge-სთან საუბარში.

შეგახსენებთ, რომ უფროსის სტატუსის მქონე მასწავლებლებისთვის ტრენინგის საერთო ხანგრძლივობა 20 საათია, წამყვანისთვის -12, მენტორისთვის კი 6 საკონტაქტო საათი.

იხილეთ ასევე: რომელ პედაგოგებს არ ეკუთვნით სავალდებულო ტრენინგების გავლა?

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203