ხაბელაშვილების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ვიდეორგოლების კონკურსში საპრიზო ადგილი დაიკავეს
21-03-2018
ხაბელაშვილების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საზოგადოებრივი პროკურატურის ორგანიზებულ კონკურსში - „ჩვენ უარს ვამბობთ იარაღზე“ მეორე ადგილი აიღეს. 

სკოლის აღსაზრდელები სპეციალური სიგელებით დაჯილდოვდნენ.

მოსწავლეებს პროექტის მომზადებაში ინგლისური ენის მასწავლებელი ნანა ვასაძე-ჯანელიძე ეხმარებოდა.
  
ვიდეორგოლების კონკურსი ბულინგისა და ძალადობის წინააღმდეგ კამპანიის ფარგლებში ჩატარდა. 

სკოლის ადმინისტრაცია მოსწავლეებს წარმატებას ულოცავს და წინსვლას უსურვებს.
 
იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203