ანდრიაწმინდის საჯარო სკოლის დირექციამ მოსწავლეებს სიურპრიზი მოუწყო
21-03-2018
ანდრიაწმინდის საჯარო სკოლაში „ეტალონის“ შესარჩევი ტურის წარმატებულ მოსწავლეებს სკოლის დირექციამ სიურპირიზი მოუწყო. 

მოსწავლეები გაკვეთილზე იმყოფებოდნენ, როდესაც კლასში დირექტორი და დირექციის სხვა წარმომადგენლები შევიდნენ. 
 
მათ მოსწავლეებს „ეტალონის“ სერტიფიკატები კლასის წინაშე გადასცეს. 

დაჯილდოების შემდეგ კი სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.  

ანდრიაწმინდის საჯარო სკოლა ულოცავს მოსწავლეებს გამარჯვებას და წარმატებებს უსურვებს.
 
იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203