აფნიის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა „ეტალონში“ წარმატებით იასპარეზეს
21-03-2018
აფნიის საჯარო სკოლის ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ მონაწილე მოსწავლეებს სერთიფიკატები საზეიმოდ გადაეცათ. 

სკოლის აღსაზრდელებმა ტესტირების პირველ ეტაპში წარმატებით იასპარეზეს და 50-პროცენტიანი ბარიერი გადალახეს.

ტესტირება სკოლებში „ეტალონიდან“ მიწოდებული ტესტებისა და ინსტრუქციის შესაბამისად ჩატარდა.  

სკოლის დირექცია, სკოლის მოსწავლეებს წარმატებას ულოცავს და წინსვლას უსურვებს.  

შეგახსენებთ, „ეტალონი“ 2017-2018 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს „ეტალონ მოსწავლეებს“. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203