როგორ აღნიშნეს დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე წაღვერის საჯარო სკოლაში
21-03-2018
დაბა წაღვერის საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა. ღონისძიების მიზანი დაუნის სინდრომის მქონე პირთა მხარდაჭრა, სლოგანი კი „მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს“ იყო.
ღონისძიებაზე მოსულ მოსწავლეებს ფერადი წინდები ეცვათ.
ღონისძიების ფარგლებში ჩატარდა პრეზენტაცია.
აღნიშნულ აქტივობაში სკოლის მასწავლებლები, მოსწავლეები და ადმინისტრაციული პერსონალი იყო ჩართული.