კარწახის საჯარო სკოლაში საინტერესო საღამო ჩატარდა.
მოსწავლეებმა ღონისძიება დავით აღმაშენებლს მიუძღვნეს.
ღონისძიების ორგანიზატორები ქართული და სომხური ენის კათედრის წევრები იყვნენ (თამარ კვინიკაძე, ვენერა მიქელაძე, სათენიკ იგითიან, ვარტო მკრტჩიან, ვარდითერ ბერაკჩიან).
„ღონისძიების მიზანი დავითის, როგორც არა მარტო მეფის, არამედ, როგორც უდიდესი პიროვნების გაცნობა იყო“- აცხადებს სკოლის წარმომოადგენელი.
მე-7 და მე-10 კლასის მოსწავლეებმა ორ ენაზე, ქართულად და სომხურად წარმოადგინეს დავითის შესახებ როგორც ბიოგრაფიული ცნობები, ასევე ისაუბრეს მის ღვაწლსა და დამსახურებაზე.
ღონისძიებაზე სიმღერები და ლექსები ორ ენაზე შესრულდა.
იხილეთ ფოტოები