„მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან“- სლოგანს ქვემო მახოს საჯარო სკოლის მოსწავლეებიც იზიარებენ
"მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან" - დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღის სლოგანს ქვემო მახოს საჯარო სკოლის მოსწავლეებიც იზიარებენ.
მოსწავლეებმა დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე ღონისძიებით აღნიშნეს.
სკოლის აღსაზრდელები „ჭრელი წინდების“ კამპანიასაც შეუერთდნენ.
„დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, ღონისძიება დავგეგმეთ და ფერადი წინდები შევიძინეთ“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
ღონისძიების ბოლოს მოსწავლეებმა მასწავლებლებთან ერთად ფერადი წინდებით ფოტოები გადაიღეს.
„ჭრელი წინდების“ კამპანიის ფარგლებში, მსურველები, სპეციალურად კამპანიისთვის დამზადებული ჭრელი წინდების შეძენით, დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებს ეხმარებიან.
21 მარტი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღედ 2011 წელს დაწესდა.
იხილეთ ფოტოები