გორელოვკის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები ხატვის კონკურსში მონაწილეობდნენ.
კონკურსი სახელწოდებით „ქალი სოფელში“ რამდენიმე ტურისგან შედგებოდა.
მეორე ტურში 15 გამარჯვებული გამოვლინდა, მათ შორის გორელოვკის N1 საჯარო სკოლის მეექვსე კლასის მოსწავლე იანა ზედგენიძე.
გამარჯვებულ მოსწავლეს დიპლომი გადაეცა.
სკოლა ულოცავს იანას ამ გამარჯვებას და მომავალში წარმატებებს უსურვებს.
იხილეთ ფოტოები