წარჩინებული და მედალოსანი მოსწავლეების ქულის გამოსაყვანად სკოლები სამოქმედო რეკომენდაციას მიიღებენ
სასწავლო წლის ბოლოს, წლიურ ქულებთან ერთად მასწავლებლები მოსწავლეთა საფეხურის ქულებსაც ითვლიან, სწორედ საფეხურის ქულით ირკვევა წარჩინებული მოსწავლეების ვინაობა - მე-9 კალსის მოსწავლეებისთვის კომპიუტერების, ხოლო მე-12 კლასელებისთვის მედლების გადაცემის საკითხი. როგორც აღმოჩნდა მასწავლებლები მორიგ გაურკვევლობაში არიან, ვინაიდან უცნობია, როგორ უნდა გამოყვანონ საფეხურის ქულა მაშინ - როცა სკოლები 2 წელი ელექტრონულ ჟურნალს აწარმოებდნენ და ერთი წელი მატერიალურს. აღნიშნულთან დაკავშირებით სკოლებს განათლების მართვის საინფორმაციო სამსახურის ინფორმაციით, ინსტრუქცია მოგვიანებით გადაეგზავნებათ:
„ამ საკითხის გადამოწმება მიმდინარეობს. სამოქმედო რეკომენდაცია გადაეგზავნებათ სკოლებს“.