ბენარის საჯარო სკოლაში გენდერულ თანასწორობაზე ისაუბრეს
21-03-2018
ბენარის საჯარო სკოლაში მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეებმა და სამოქალაქო განათლების პედაგოგმა სვეტლანა ბოჩიკაშვილმა კონფერენცია ჩაატარეს. 

კონფერენცია მცირე გრანტების პროექტის ფარგლებში ჩატარდა. 

კონფერენციის თემა „როგორ გვესმის  გენდერული თანასწორობა, ქალის როლი თანამედროვე ვითარებაში“ იყო. 

ღონისძიებაზე ნაადრევი ქორწინების შესახებ მოხსენება გააკეთა სკოლის პედაგოგმა ნანა ბოჭორიშვილმა. 

მოსწავლეებმა განიხილეს გენდერის ტიპები, ისაუბრეს ქალის როლზე საზოგადოებაში და ერთხმად დაგმეს ქალთა მიმართ ძალადობა.  
 
ღონისძიებას სკოლის დირექტორი კობა კუბლაშვილი ესწრებოდა.  

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203