წყალთბილის საჯარო სკოლის მოსწავლეები „ეტალონმა“ დააჯილდოვა
21-03-2018
წყალთბილის საჯარო სკოლის ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ მონაწილე მოსწავლეებს სერთიფიკატები საზეიმოდ გადაეცათ. 

მოსწავლეები  „ეტალონის“ პირველ ტურში წარმატებით მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ. 
  
ტესტირება სკოლებში „ეტალონიდან“ მიწოდებული ტესტებისა და ინსტრუქციის შესაბამისად ჩატარდა.  

ტესტირების დღესთან დაკავშირებით, სკოლა წინასწარ იყო ინფორმირებული.  

სკოლის წარმომადგენლები გამარჯვებულ მოსწავლეებს წარმატებას და წინსვლას უსურვებენ.
  
შეგახსენებთ, „ეტალონი“ 2017-2018 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს „ეტალონ მოსწავლეებს“. 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203