კუჭატნის საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის დღის აღნიშვნა ტრადიციადაა ქცეული
21-03-2018
კუჭატნის საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ჩატარდა. 

მთელი კვირის მანძილზე სკოლაში სხვადასხვა პროექტი ტარდებოდა.  

სკოლის წარმომადგენლები მოსწავლეებს ესაუბრებოდნენ დაუნის სინდრომის შესახებ, ამზადებდნენ პლაკატებს, პოსტერებს და პრეზენტაციებს.  

„მასწავლებლები ცდილობდნენ, რომ ამ საუბრებით მოსწავლეებისთვის გაეღვივებინათ ტოლერანტობის, ადამიანის, როგორც პიროვნების პატივისცემის გრძნობა, ემპათია“ - აცხადებენ სკოლის წარმომადგენლები. 

ღონისძიება სკოლის ეზოშიც ჩატარდა.  

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203