საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური აცხადებს კონკურსს ,,ბავშვებისთვის ინკლუზიური, სამართლიანი და ხარისხიანი სკოლამდელი და ზოგადი განათლების სისტემების მშენებლობა საქართველოში“ პროექტის მენეჯერის პოზიციაზე.
პოციციის დასახელება: პროექტის მენეჯერი
დამსაქმებელი ორგანიზაცია: სსიპ - საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური
თანამდებობრივი სარგო: 3000 ლარი (დარიცხული)
სამსახურის ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
დასაქმების ფორმა: შრომითი ხელშეკრულება
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება (სასურველია ფსიქოლოგია, ოკუპაციური თერაპია, სოციალური მუშაობა);
სამუშაოს შესრულების მართვის სისტემის ფუნქციონირების ცოდნა;
ინკლუზიისა და ინკლუზიურ განათლებასთან დაკავშირებით მთავარი ადგილობრივი დაინტერესებული მხარეებისა და სერვისების შესახებ ინფორმირებულობა;
საბაზისო ცოდნა სოციალური მომსახურების შეფასების შესახებ (სასურველია სპეციალური საჭიროების მქონე პირთა მომსახურების პროგრამების ცოდნა);
ინკლუზიისა და ინკლუზიური განათლების შესახებ ცოდნა;
ინკლუზიისა და ინკლუზიური განათლების პოლიტიკის განსაზღვრისთვის სამინისტროსთვის ინიციატივების განხორციელების გზების დაგეგმვა;
ახალი სტრუქტურული ერთეულის შექმნასთან დაკავშირებით გამოცდილება (უპირატესობა მიენიჭება ასეთი გამოცდილების მქონე კანდიდატებს);
გუნდის მართვისა და მისი შეფასების გამოცდილება;
საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გამოცდილება;
ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა.
კონკურსში მონაწილე პირთა განცხადებების მიღება წარმოებს 2022 წლის 01 ივნისიდან 10 ივნისის ჩათვლით; ელექტრონულ ფოსტაზე (hr1@mandaturi.gov.ge) გამოსაგზავნი დოკუმენტაცია:
სააპლიკაციო ფორმა (შევსებული სრულად, არა სკანირებული);
პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომი.
დამატებითი დეტალების სანახავად გადადით ბმულზე