დღეს თბილისის ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია დაიწყო. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, მშობლების უმეტესობა რეგისტრაციას ვერ ახერხებს, ვინაიდან საიტი პერიოდულად ითიშება, არადა პირველ ეტაპზე დასარეგისტრირებელთა რაოდენობა გაცილებით მცირეა, ვიდრე საყოველთაო რეგისტრაციის დროს.
გათავაზობთ, რამდენიმე მშობლის კომენტარს სოციალური ქსელიდან:
„საიტი მაინც გამართეთ ან ცხელ ხაზზე გვიპასუხეთ,რა უპასუხისმგებლობაა, ხან რის გამო აგდებს ერორს ხან რის!
საერთოდ ვინმე დარეგისტრირდა?“
„ეგრე ვერაფრით დავარეგისტრირე გავგიჟდი მიწერს მონაცემები არ ემთხვევაო რახდება არვიცი“
„იგივეა ჩემთანაც, ხან მონაცემები არ ემთხვევა,ხან ჯგუფი,10 საათიდან ასე აწერს,დავიტანჯე“
„გაასწორეთ საიტი, შეიძლება მუდამ ასე პრობლემური იყოს რეგისტრაცია“
ამ ეტაპზე საიტი კვლავ ჩართულია და აღსაზრელთა რეგისტრაცია გრძელდება, გაითვალისწინეთ რომ 3 ივნისიდან რეგისტრაცია პრიორიტეტულ კატეგორიაში შემავლათათვის დაიწყო -
ხართ თუ არა პრიორიტეტულ კატეგორიაში და რა უნდა იცოდეთ, ბაღში დარეგისტრირებისთვის