შეუბნის საჯარო სკოლაში რიცხვ "პის" საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით კვირეული - „მოგზაურობა π-ს სამყაროში“ გაიმართა.
სკოლის მოსწავლეებმა და პედაგოგებმა კვირის თითოეულ დღეს ღონისძიება დაგეგმეს.
პირველ დღეს π-ს ხე შექმნეს, მეორე დღეს - „π თოლზე“ გადაიტანეს, მესამე-მეოთხე დღეს ინტელექტუალურ-შემოქმედებითი ღონისძიებისათვის სკოლის შენობა მომზადეს და საჭირო რესურსები მოიძიეს. მეხუთე დღეს კი კვირეული ღონისძიებით - „მოგზაურობა π-ს სამყაროში“ დააგვირგვინეს.
კვირეულში სკოლის ყველა მოსწავლე და მასწავლებელი მონაწილეობდა.
ღონისძიებაში ასევე ჩართული იყვნენ ონის რესურსცენტრიდან მოწვეული სტუმრები.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ნიკორწმინდელი ეპისკოპოსი მეუფე ვახტანგი, დეკანოზი ნოე კერესელიძე, ბერები და ქალაქ ონის მერი ემზარ საბანაძე.
„სიურპრიზებით დატვირთულმა კვირეულის ბოლო დღემ ხალისიანად და საინტერესოდ ჩაირა“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
კვირეულის პრეზენტაცია სკოლამ ოლიმპიადა „ევერესტის" ორგანიზებით გამართულ „მათემატიკის ფესტივალზე“ წარადგინა.
π-ს მსოფლიო საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით თბილისში გამართულ მასშტაბურ ღონისზიებაში 50-მდე საჯარო და კერძო სკოლა მონაწილეობდა.
იხილეთ ფოტოები