ჭვინთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ორიგინალური ვიდეორგოლი გადაიღეს
21-03-2018
ჭვინთის საჯარო სკოლის მოსწავლეები პროექტში „ნაბიჯი თანადგომისკენ“ ჩაერთნენ.

პროექტის მიზანი იყო ბავშვებს სურვილის მიხედვით გადაეღოთ ვიდეოკლიპი ურთიერთ თანადგომისა და მხარდაჭერის შესახებ.  

ჭვინთის საჯარო სკოლის მე-11 და მე-5 კლასის მოსწავლეებმა, ქეთევან ჩინჩალაძემ და თორნიკე გელაშვილმა აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით ორიგინალური ვიდეო გადაიღეს.  

იდეა და ვიდეო კლიპის შინაარსი, ლოგო და დევიზი ქეთევან ჩინჩალაძეს ეკუთვნის.  

მათივე თხოვნით ვიდეო ეპიზოდში მონაწილეობა მიიღო ამავე სოფლის მკვიდრმა ლევან გელაშვილმა. 

„ეს ვიდეო არ შეესაბამება სოფელში არსებულ რეალობას. გამოხატულია ბავშვების მიერ დანახული ზოგადი რეალობა ქვეყანაში“- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

პროექტი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ხორციელდება. 

იხილეთ ვიდეო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203