ოჟიოს საჯარო სკოლამ დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს ღონისძიება მიუძღვნა
21-03-2018
ოჟიოს საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა. ღონისძიებაში სკოლის სხვადასხვა საფეხურის მოსწავლეები და მასწავლებლები მონაწილობდნენ.
სკოლის აღსაზრდელებმა და პედაგოგებმა დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებს თანადგომა გამოუცხადეს.
მოზარდებმა პრეზენტაცია გამართეს, კედლის გაზეთები გააკეთეს და „ჭრელი წინდების“ კამპანიას შეუერთდნენ.
ღონისძიების ბოლოს მოსწავლეებმა მასწავლებლებთან ერთად ფერადი წინდებით ფოტოები გადაიღეს. ჭრელი წინდის კამპანიის ფარგლებში, მსურველები, სპეციალურად კამპანიისთვის დამზადებული ჭრელი წინდების შეძენით, დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებს ეხმარებიან. დაუნის სიდრომის დღეს მსოფლიო 21 მარტს აღნიშნავს.