ხობის N2 საბავშვო ბაგა-ბაღში ბავშვთა დაცვის დღე საზეიმოდ აღინიშნა.
პატარებისთვის შთამბეჭდავი დღესასწაული მოეწყო. ბაღის მთელი კოლექტივისა და მშობელთა აქტიური ჩართულობით, ბავშვებისთვის შემოქმედებითი, კომფორტული და სასიამოვნო გარემო შეიქმნა. მთელი დღის განმავლობაში დაგეგმილი იყო სხვადასხვა სახალისო აქტივობები, რომლებშიც ყველა ჯგუფის აღსაზრდელი იყო ჩართული.
პატარების მხიარულების ზენიტი კი თოჯინების თეატრი და ანიმატორების სტუმრობა აღმოჩნდა.
„ბედნიერი მომავალი და უპირობო სიყვარული, ყველა პატარას!“,- აღნიშნავენ ხობის N2 საბავშვო ბაგა-ბაღში და მსოფლიოს ყველა პატარას ბედნიერ ბავშვობას უსურვებენ.
აღსანიშნავია, რომ პირველად, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე, 1950 წლის 1 ივნისს იზეიმეს, რის შემდეგაც იგი ყოველ წელს მთელ მსოფლიოში აღინიშნება.
ამ დღეს მხოლოდ გასართობი ხასიათი არ აქვს, ეს დღე შეხსენებაა, რომ ყველა ბავშვი ჯანსაღ და უსაფრთხო გარემოში უნდა იზრდებოდეს და სრულყოფილი განათლების მიღების შესაძლებლობა ჰქონდეს.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: