ქუთაისის N24 საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომთან დაკავშირებით სპეციალური გაკვეთილები ჩატარდა
21-03-2018
ქუთაისის N24 საჯარო სკოლის პედაგოგებმა IV და IVბ კლასში დაუნის სინდრომზე ისაუბრეს. 

თეა არონიამ და მარიკა კოჩაძემ მოსწავლეებთან ერთად ღონისძიება „მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს“ ჩაატარეს. 

მათ მოსწავლეებს სპეციალური ვიდეორგოლი აჩვენეს.  
 
„ამ დღის აღნიშვნის მიზანი იყო მოსწავლეებში ამ თემაზე ცნობიერების ამაღლება და ემპათიის ჩამოყალიბება“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203