შვებულების რამდენი დღე აუნაზღაურდება მასწავლებელს? - მიიღებენ თუ არა პედაგოგები ხელფასს სრულად არდადეგების დროს
06-06-2022

მასწავლებლებს ანაზღაურებადი შვებულების აღება დასაქმებიდან 11 თვის შემდეგ შეუძლიათ, თუმცა ახლადდასაქმებულ პედაგოგებს სანერვიულო არ აქვთ. თუ ჯერ 11 თვე არ გასულა, რაც სკოლაში დასაქმდით, სკოლის დირექტორთან შეთანხმებით, თქვენი შვებულებით სარგებლობა აღნიშნული ვადის გასვლამდეც შესაძლებელია.

სასწავლო წელი 15 ივნისს სრულდება, თუმცა ეს თარიღი მასწავლებლების შვებულების დაწყებასთან არ ასოცირდება. მართალია, პედაგოგებს გაკვეთილების ჩატარება აღარ მოუწევთ, მაგრამ მათ სამუშაო ექნებათ ელექტრონულ ჟურნალში, ასევე შეიძლება კათედრის წევრების შეკრება დაიგეგმოს, დირექციამ პედსაბჭო გამართოს და კიდევ სხვა მრავალი მიზეზით მასწავლებლები ივლისის პირველ ნახევრამდე შვებულებით ვერ დატკბებიან.

რამდენ დღიანი ანაზღაურებადი შვებულება ეკუთვნის პედაგოგს და მიიღებენ თუ არა მასწავლებლები ხელფასს სრულად არდადეგების დროს?

იყო პერიოდი, როდესაც მასწავლებლებს, ისევე როგორც სხვა სფეროში დასაქმებულ პირებს, შრომის კოდექსის თანახმად, წლის განმავლობაში მხოლოდ 24 დღიანი ანაზღაურებადი შვებულება ეკუთვნოდათ, თუმცა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 20 ივნისი ბრძანებით ეს საკითხი შეიცვალა.

„მასწავლებელს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძლება მიეცეს ანაზღაურებადი შვებულება წელიწადში არანაკლებ 40 სამუშაო დღის ვადით, რაც გათვალისწინებულ უნდა იქნეს შრომით ხელშეკრულებაში. განსხვავებული ვადა შეიძლება განისაზღვროს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებით,“ - წერია კანონში.

რაც შეეხება შვებულების ანაზღაურებას, პედაგოგები შვებულებაში გასვლისას 2 თვის ხელფასს (ივლისი, აგვისტო) წინასწარ, სრულად მიიღებენ. სრულ ხელფასში იგულისხმება როგორც საათობრივი ანაზღაურება, ასევე სტატუსისა და დამრიგებლობის დანამატი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203