სკოლის დირექტორის მოადგილე საკუთარ კაბინეტში გაქურდეს
06-06-2022

რუსთავის ერთ-ერთ სკოლაში საკუთარ კაბინეტში სკოლის დირექტორის მოადგილე გაქურდეს. მოპარულია 500 ლარამდე თანხა, - აღნიშნულ ინფორმაციას გამოცემა ინფო რუსთავი ავრცელებს.

რუსთავის ერთ-ერთ სკოლაში დირექტორის მოადგილეს საკუთარი სამუშაო კაბინეტიდან ფული მოპარეს. არსებული ინფორმაციით, სკოლაში 35 წლამდე მამაკაცმა შეაღწია და პედაგოგის ხელჩანთიდან 500 ლარამდე თანხა ამოიღო. როგორც კი მასწავლებელმა აღმოაჩინა, რომ თანხა საფულეში არ იყო ადგილზე პოლიცია გამოიძახა. სამართალდამცავებმა კამერების დათვალიერების შემდეგ მალევე დაადგინეს მამაკაცის ვინაობა. რუსთავის პოლიციამ ბრალდებული მალევე დააკავა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203