დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღეს ლეღვანის საჯარო სკოლაც შეუერთდა
დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღეს ლეღვანის საჯარო სკოლაც შეუერთდა.
სკოლის მოსწავლეებმა კედლის გაზეთი დაამზადეს და „ჭრელი წინდების „კამპანიაში - „წინდა მინდა“ ჩაერთნენ.
ჭრელი წინდის კამპანიის ფარგლებში, მსურველები, სპეციალურად კამპანიისთვის დამზადებული ჭრელი წინდების შეძენით, დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებს ეხმარებიან.
2006 წლიდან, ყოველ 21 მარტს, მსოფლიო დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების საერთაშორისო დღეს აღნიშნავს.
იხილეთ ფოტოები