„ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს, ნუ დაითვლით თქვენც“- მოგვიწოდებენ ალმატის საჯარო სკოლის მოსწავლეები
22-03-2018
ზურაბ ტურაშვილის სახელობი ალმატის საჯარო სკოლაში დაუნის სინდრონის საერთაშორისო დღე აღნიშნეს.

სკოლის აღსაზრდელებმა კედლის გაზეთი - „ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს, ნუ დაითვლით თქვენც“ გააკეთეს და ქაღალდისგან ფერადი წინდები დაამზადეს.    
 
„სკოლის აღსაზრდელები „ჭრელი წინდების“ კამპანიას შეუერთდნენ, საკუთარი ხელით დამზადებული წინდებით ფოტოები გადაიღეს და დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების მიმართ სოლიდარობა გამოხატეს“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.   

21 მარტი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით 2011 წლიდან დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღედ დაწესდა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც აღინიშნება.  

იხილეთ ფოტო
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203