ტბეთის საჯარო სკოლაში მასწავლებლები ინტეგრირებულ გაკვეთილებს აქტიურად ატარებენ.
მასწავლებელმა მზია გოგაძემ მოსწავლეებთან ნიკო ლორთქიფანიძის „შელოცვა რადიოთი“ განიხილა. მან ისტორიულ პარალელებზე ისაუბრა და ნაწარმოები ახლებურ ჭრილში შესთავაზა მოსწავლეებს.
მესამე კლასში ინტეგრირებული გაკვეთილი ქართულ ლიტერატურასა და ბუნებაში ჩატარდა.
ხელმძღვანელი ნანული დავითაძე მოსწავლეებს ბუნების სიყვარულზე ესაუბრა.
გრიგოლ ხანძთელისა და ტაო-კლარჯეთის მნიშვნელობაზე ისაუბრა მასწავლებელმა ლია ქამადაძემ. მან მოსწავლეებს მოუთხრო თუ რა როლი ჰქონდა ერთიანი ქართული სახელმწიფოს ჩამოყალიბებაში გრიგოლ ხანძთელს და ტაო-კლარჯეთის სამთავროს.
მასწავლებელმა ინეზა ზოიძემ მოსწავლეებთან ერთად ერეკლე II-ის ცხოვრება განიხილა. მან ისაუბრა მეფის გზაზე ევროპისკენ, ქართლ-კახეთისა და რუსეთის ურთიერთობაზე. ისტორიის გაკვეთილმა საინტერესოდ ჩაიარა.
ტბეთის საჯარო სკოლა ულოცავს მასწავლებლებს წარმატებული გაკვეთილების ჩატარებას.
იხილეთ ფოტოები