ძველი ქანდის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების მიმართ სოლიდარობა გამოხატეს
„მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს“ - დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღის გზავნილს ძველი ქანდის საჯარო სკოლის მოსწავლეებიც იზიარებენ.
სკოლის აღსაზრდელებმა დაუნის სინდრომის დღე ღონისძიებით აღნიშნეს.
მოზარდებმა სკოლის კედლები ფერადი ნახატებით მორთეს, ქაღალდისგან ფერადი წინდები დაამზადეს და ფოტოები გადაიღეს.
21 მარტი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით 2011 წლიდან დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღედ დაწესდა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც აღინიშნება.
იხილეთ ფოტოები