მიიღებს თუ არა თქვენი სკოლა ახალ მერხებსა და სკამებს მომავალი სასწავლო წლისთვის- იხილეთ სია
„საგანმანთლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ“ 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით 50 000 კომპლექტი სასკოლო მერხისა და სკამის შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა.
შესყიდვის სავარაუდო ღირებულება შეადგენს 10 000 000 ლარს, დღგ-ს ჩათვლით, მათ შორის: - ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის გათვალისწინებულია 48 835 მერხისა და სკამის ღირებულება - 9 767 000 ლარი. ხოლო
პროფესიული სასწავლებლებისთვის გათვალისწინებულია 1 165 მერხისა და სკამის ღირებულება - 233 000 ლარი.დოკუმენტის თანახმად, შესყიდვის ობიექტის წარმოადგენს:
• II საფეხურის სასკოლო მერხი და სკამი – 13 004 (ცამეტი ათას ოთხი) კომპლექტი;
• III საფეხურის სასკოლო მერხი და სკამი – 16 461 (თექვსმეტი ათას ოთხას სამოცდაერთი) კომპლექტი;
• IV საფეხურის სასკოლო მერხი და სკამი – 20 535 (ოცი ათას ხუთას ოცდათხუთმეტი) კომპლექტი.
იხილეთ,
სკოლებისა და სპროფესიული სასწავლებლების ჩამონათვალი, რომლებსაც ახალი ინვენტარი გადაეცემათ
მერხისა და სკამის ზომები საფეხურების მიხედვით განსაზღვრულია:
მეოთხე საფეხური:> მერხის სიმაღლე - 76სმ (±2სმ);
> სკამის სიმაღლე - 46 სმ (±2სმ);
> სკამის (დასაჯდომი) ზედაპირის სიგანე - 35 სმ (±2სმ);
> სკამის (დასაჯდომი ) ზედაპირის სიგრძე - 40 სმ (±2სმ);
> სკამის საზურგის სიგრძე - 15 სმ (±1სმ);
> სკამის საზურგის სიგანე - 35-40 სმ
> მაგიდის ზედაპირის სიგანე - 45-50 სმ
> მაგიდის ზედაპირის სიგრძე - 60-70 სმ
მესამე საფეხური:> მერხის სიმაღლე - 70სმ (±2სმ);
> სკამის სიმაღლე - 42 სმ (±2სმ);
> სკამის (დასაჯდომი) ზედაპირის სიგანე - 35 სმ (±2სმ);
> სკამის (დასაჯდომი) ზედაპირის სიგრძე - 40 სმ (±2სმ);
> სკამის საზურგის სიგრძე - 15 სმ (±1სმ);
> სკამის საზურგის სიგანე -35-40 სმ
> მაგიდის ზედაპირის სიგანე - 45-50 სმ
> მაგიდის ზედაპირის სიგრძე - 60-70 სმ
მეორე საფეხური:> მერხის სიმაღლე - 64 სმ (±2სმ)
> სკამის სიმაღლე - 38 სმ (±2სმ)
> სკამის (დასაჯდომი) ზედაპირის სიგანე - 35 სმ (±2სმ)
> სკამის (დასაჯდომი) ზედაპირის სიგრძე - 40 სმ (±2სმ)
> სკამის საზურგის სიგრძე - 15 სმ (±1სმ)
> სკამის საზურგის სიგანე - 35-40სმ
> მაგიდის ზედაპირის სიგანე - 45-50 სმ
> მაგიდის ზედაპირის სიგრძე - 60-70 სმ