2021-2022 სასწავლო წლის კურსდამთავრებულთათვის ატესტატების გაცემა იწყება - iინფორმაციას განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა ავრცელებს.
2022 წლის 20 ივნისიდან სრული ზოგადი განათლების ატესტატების საყოველთაო გაცემა იწყება. დაინტერესებულმა პირმა, დოკუმენტების მიღების მიზნით, უნდა მიმართოს სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს
ნებისმიერ ტერიტორიულ სამსახურს, საზოგადოებრ ცენტრსა ან იუსტიციის სახლის ფილიალს.
სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის დუბლიკატის გაცემას ახორციელებს სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ ფორმირებული მონაცემთა ელექტრონული ბაზის საფუძველზე.
მისამართები იხილეთ ბმულზე: