თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს ჯესიკა ქათარინ ბრაუნს (ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ოფისი) შეხვდა.
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სკოლამდელი განათლების სამმართველოს უფროსი თამარ თოლორაია, გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს ოფისის ადრეული განათლების სპეციალისტი ანა ჯანელიძე და სოციალური პოლიტიკის სპეციალისტი ნინო დავითაშვილი.
UNICEF-ის წარმომადგენლებმა სკოლამდელი განათლების სისტემის დაფინანსების მოდელების შესახებ წარმოადგინეს ინფორმაცია, სააგენტოს ხელმძღვანელმა კი მათ დედაქალაქის საბავშვო ბაღების დაფინანსების პრინციპი გააცნო.
სტუმრებმა ხაზგაზსმით აღნიშნეს სისტემის განვითარების სხვადასხვა ეტაპზე მიღწეულ წარმატებები, თუმცა ყურადღება გამახვილდა გამოწვევებზეც, რაც ძირითადად, ეხება სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობის ზრდისა და ჯგუფების განტვირთვის აუცილებლობას, ასევე ფინანსური რესურსების დეფიციტს.