ეროვნულები 4 ივლისს იწყება - ყველა დეტალი
07-06-2022
2022 წლის ეროვნული გამოცდები 4 ივლისიდან დაიწყება, პირველი გამოცდა აბიტურიენტებისთვის ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩატარდება,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნუნუ მიცკევიჩმა სამინისტროში გამართულ ბროფინგზე გახდა განაცხადა.

„ასევე ცნობილია, რომ აბიტურიენტებს გამოცდის მიმდინარეობისას არ დასჭირდებათ პირბადის გამოყენება.

ვისაც კოვიდი დაუდასტურდება და იქნება რეგისტრირებული ჯანდაცვის ბაზაში, მათთვის დაორგანიზდება ცალკე გამოცდა და ისინი შეძლებენ ტესტირების გავლას“, - განაცხადა ნუნუ მიცკევიჩმა, განათლების მინისტრის მოადგილემ.

2022 წლის გამოცდების დეტალური განრიგი

ერთიანი ეროვნული  გამოცდები
 
ქართული ენა და ლიტერატურა:
4 ივლისი (პირველი და მეორე სესია);
5 ივლისი (პირველი და მეორე სესია);
6 ივლისი (პირველი სესია);
4 ივლისი (პირველი სესია) - ოსური ენა;
 
მათემატიკა
8 ივლისი (პირველი და მეორე სესია);
 
უცხოური ენა:
11 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - ინგლისური ენა;
12 ივლისი (პირველი და მეორე  სესია) - ინგლისური ენა;
13 ივლისი (პირველი სესია) – ინგლისური ენა;
13 ივლისი (მეორე სესია) - რუსული  ენა; 
13 ივლისი (მეორე სესია) - ფრანგული ენა;
13 ივლისი (მეორე სესია)  - გერმანული ენა;
 
ფიზიკა
14 ივლისი (მეორე სესია);
 
ლიტერატურა
14 ივლისი (მეორე სესია);
 
ქიმია
15 ივლისი (მეორე სესია);
 
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება
15 ივლისი (მეორე სესია);
 
ისტორია:
18 ივლისი (პირველი და მეორე სესია);
19 ივლისი (პირველი სესია);
 
ზოგადი უნარები
19 ივლისი (მეორე სესია);
 
ბიოლოგია
20 ივლისი (მეორე სესია);
 
გეოგრაფია
21 ივლისი (მეორე სესია);
 
 
სამოქალაქო განათლება
22 ივლისი (პირველი სესია); 


იხილეთ ასევე:

მასწავლებლების გამოცდა 6 ივლისს დაიწყება - დეტალური განრიგი

მასწავლებლების, აბიტურიენტებისა და სამაგისტროს საგამოცდო ცენტრების სრული ჩამონათვალი


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203