61-ე სკოლის უფროსკლასელები ქართულის მასწავლებლებთან ერთად გამოფენას ესტუმრნენ
31-10-2016
საქართველოს სამეცნიერო-ეროვნულმა ბიბლიოთეკამ შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ ხელნაწერები და გამოცემები გამოფინა.  

61-ე საჯარო სკოლის უფროსკლასელები, ქართულის მასწავლებლებთან ერთად, გამოფენას ესტუმრნენ. 
 
ბიბლიოთეკაში წარმოდგენილი იყო უნიკალური ექსპონატები, ხელნაწერები, პირველი ნაბეჭდი გამოცემა, ევროპული და აზიური ენების თარგმანები, მაგალითად, ინგლისური, გერმანული, ოსური, იაპონური, აფხაზური, იაპონური და ა.შ. იყო,როგორც პოეტური, ასევე, პროზაული თარგმანები. 

დამთვალიერებელს საშუალება ჰქონდა, ენახა მიხაი ზიჩის, სერგო ქობულაძის და სხვათა დასურათებული პოემის ნიმუშები.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203