მასწავლებელთა შეფასებისა და წარდგენის ვადები ცნობილია
07-06-2022

2021-2022 სასწავლო წელი იწურება და მალე მაძიებელი მასწავლებლების შეფასება და წარდგენა უნდა მოხდეს. მასწავლებლის სახლის მაძიებლობის პროგრამის წარმომადგენელი, დალიკო ჯაბაური დეტალურ ინფორმაციას ავრცელებს, რომელსაც Etaloni.ge უცვლელად გთავაზობთ:

მასწავლებლობის მაძიებლების შეფასებისა და წარდგინებისთვის, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორი ვალდებულია შეასრულოს ქვემოთ ჩამოთვლილი ყველა პირობა:

1) ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (eSchool) მაძიებელს აუსახოს თითოეული აქტივობის დადებითი/უარყოფითი შეფასება;

2) ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (eSchool) მაძიებელს აუსახოს მასწავლებლობის მაძიებლობის კურსის დადებითი/უარყოფითი შეფასება(მასწავლებლობის მაძიებლობის კურსის შეფასების გრაფაში; ბრძანების ფორმა გადაგზავნილია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში);

3) ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (eSchool) წინადადების წარდგენის გრაფაში მაძიებელს აუტვირთოს მასწავლებლობის მაძიებლობის კურსის შეფასების ბრძანება(ბრძანების ფორმა გადაგზავნილია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში);

4) მოამზადოს წერილი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის სახელზე და წერილობითი ფორმით(eflow-ს სისტემის საშუალებით)აცნობოს ცენტრს(წერილის ფორმა გადაგზავნილია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში);

5) იმ მაძიებელი მასწავლებლების, რომლებსაც ჯერ არ აქვთ დადასტურებული საგნის კომპეტენცია, წარდგენა მოხდება საგნის კომპეტენციის დადასტურების შემდგომ, სექტემბრის თვეში. საგნის კომპეტენციის დადასტურებამდე, სკოლის დირექტორმა უნდა მოამზადოს ცენტრის დირექტორის სახელზე წერილი მაძიებელი მასწავლებლების საბოლოო შეფასებასთან დაკავშირებით და წერილობითი ფორმით(eflow-ს საშუალებით)აცნობოს ცენტრს. ზემოთჩამოთვლილი აქტივობების ჩამონათვალი და ყველა საჭირო დოკუმენტაცია გადაგზავნილია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში.

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ მასწავლებლობის მაძიებლების შეფასება და წარდგინება უნდა მოხდეს 16 ივნისიდან 1 ივლისის ჩათვლით პერიოდში. ვინც აკადემიური კურსი დაასრულეთ მაისის ბოლომდე, აკადემიური კურსის დადებითი შეფასება უკვე აგესახათ eschool-ის სისტემაში, ვინც აკადემიური კურსის გავლას დაასრულებთ 10 ივნისამდე, შეფასება აგესახებათ 16-17 ივნისამდე პერიოდში.

სანამ, აღნიშნული შეფასება არ აისახება, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორი ვერ შეძლებს შეგიფასოთ მასწავლებლობის მაძიებელს მთლიანი კურსი და გააკეთოს წარდგინება eschool-ის სისტემიდან. დაელოდეთ აკადემიური კურსის შეფასების ასახვას და ამის შემდგომ შეაფასებინეთ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორს ყველა ატვირთული დოკუმენტაცია.

როგორც უკვე გითხარით, თქვენც გაქვთ საშუალება შეფასებისა და წარდგინების პერიოდში (16 ივნისი- 1 ივლისი)ატვირთოთ დარჩენილი დოკუმენტები. მთავარია, სკოლამ შეძლოს 1 ივლისამდე თქვენი პროფესიული საქაღალდის შეფასება და წინადადების წარდგინების გაკეთება!

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ მაძიებელი მასწავლებლის პროფესიული საქაღალდე ჯერ ფასდება სკოლის მიერ, შემდგომ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ.

გთხოვთ, თავი შეიკავეთ ერთმანეთის ნაშრომების გაზიარებისაგან. პლაგიატის აღმოჩენის შემთხვევაში მაძიებელი მასწავლებლის პროფესიული საქაღალდე შეფასდება უარყოფითად. მაძიებლის პროფესიული საქაღალდე დახარვეზდება იმ შემთხვევაშიც, თუ მასწავლებელს რომელიმე ძირითადი აქტივობა განხორციელებული არ აქვს და/ან განხორციელებული აქვს პროგრამის ვადის დარღვევით.

თუ დირექტორი საბოლოო შეფასებას ვერ გიკეთებთ eschool-ის სისტემაში, საჭიროა მაძიებელმა მასწავლებელმა აქტივობა „სხვა“ აირჩიოთ, ატვირთოთ ნებისმიერი დოკუმენტი, თუნდაც ცარიელი word-ის დოკუმენტი და შემდგომ შეგიფასოთ სკოლამ. ეს აქტივობა სავალდებულო არ იყო და არც ახლა არ არის, უბრალოდ სისტემურად რომ მოხდეს საბოლოო შეფასება საჭირო გახდა. არც ერთი გრაფა eschool-ის სისტემაში არ უნდა დატოვოთ ცარიელი და შეფასების გარეშე. თუ მაინც ვერ ხერხდება საბოლოო შეფასების გაკეთება, შესაძლებელია დირექტორს სჭირდებოდეს eschool-ის სისტემაში ფუნქციონალის გააქტიურება და ამ შემთხვევაში დარეკეთ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში და დაგეხმარებიან.

მაქსიმალურად ვცდილობთ მეც და ჩემი კოლეგებიც დაგეხმაროთ თითოეულ თქვენგანს, რათა შეფასებისა და წარდგინების პროცესმა ჩაიაროს უპრობლემოდ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203