„შეინარჩუნე სიმშვიდე - ეს მხოლოდ ზედმეტი ქრომოსომაა“ - ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლა
22-03-2018
ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე აღნიშნეს. 

ცნობიერების ამაღლების მიზნით სკოლაში სხვადასხვა აქტივობა ჩატარდა: სკოლის მოსწავლეებმა გააკეთეს პრეზენტაცია თემაზე - „ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს“, თემატური ნახატები დახატეს და დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების მიმართ სოლიდარობა გამოხატეს.
 
ღონისძიების ბოლოს კი მოზარდებმა საკუთარი ხელით დამზადებული ტრაფარეტებით ფოტოები გადაიღეს და საზოგადოებას მოუწოდეს -  „შეინარჩუნე სიმშვიდე - ეს მხოლოდ ზედმეტი ქრომოსომაა“. 

21 მარტი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით 2011 წლიდან დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღედ დაწესდა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც აღინიშნება.   

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203