წლიური და სემესტრული შეფასების ინსტრუქცია პედაგოგებისთვის
07-06-2022
განათლების მართვის საინორმაციო სისტემა პედაგოგებს მიმართავს და კიდევ ერთხელ ახსენებს, რომ განმავითარებელი კომენტარით V კლასის მოსწავლეები პირველ სემესტრში ფასდებიან, ხოლო წლის ბოლოს I-IV კლასის მოსწავლეები.

ამისათვის ჟურნალის მოდულიდან „მოთხოვნები“ (მოთხოვნებში რედაქტირების ტიპში უნდა მონიშნოთ „განმსაზღვრელი შეფასება“ როგორც ეს ფოტოშია), უნდა გაგზავნოთ ბოლო გაკვეთილის კორექტირებაზე მოთხოვნა სკოლის ადმინისტრაციასთან.

დაკმაყოფილების შეთხვევაში 24 საათის განმავლობაში გექნებათ რედაქტირების საშუალება.

თუ ჟურნალი უკვე დადასტურებულია, ასეთ შემთხვევაში, დირექტორმა ან მისი როლის მქონე მომხმარებელმა, ჟურნალს უნდა მოხსნას დასტური და შემდგომ შეძლებთ კორექტირების მოთხოვნის გაგზავნას.

დადასტურების მოხსნის ინსტრუქცია: https://youtu.be/Cmsl-_RYeIo
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203