რატომ გახდა მნიშვნელოვანი კომპლექსური დავალებები? - მესამე თაობის ეროვნულ სასწავლო გეგმის მოთხოვნები
10-07-2022

მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა რამდენიმე წელია, რაც ინერგება. საგანმანათლებლო დაწესებულებები ეტაპობრივად ჩაერთნენ ახალი სკოლის მოდელში. მასწავლებლებს ამჯერადაც უტარდებათ ტრენინგები, რათა სწავლების ახალი მეთოდები უკეთესად აითვისონ.

სიახლე, რომელიც მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის ხსენებაზე მასწავლებლებს ყველაზე ხშირად ახსენდება, კომპლექსური დავალებებია. რატომ გახდა ასეთი მნიშვნელოვანი და რით განსხვავდება კომპლექსური დავალებები ჩვეულებრივი დავალებებისგან?

სანამ კომპლექსური დავალებების მნიშვნელობაზე ვისაუბრებდეთ, გავიხსენოთ ეროვნული სასწავლო გეგმის 5 ძირითადი საგანმანათლებლო პრინციპები:

  • სწავლა-სწავლება ხელს უნდა უწყობდეს მოსწავლეთა შინაგანი ძალების გააქტიურებას,
  • სწავლა-სწავლება ხელს უნდა უწყობდეს ცოდნის ეტაპობრივად კონსტრუირებას წინარე ცოდნაზე დაფუძნებით,
  • სწავლა-სწავლება ხელს უნდა უწყობდეს ცოდნათა ურთიერთდაკავშირებას და ორგანიზებას,
  • სწავლა-სწავლება უნდა უზრუნველყოფდეს სწავლის სტრატეგიების დაუფლებას (სწავლის სწავლა).
  • სწავლა-სწავლება უნდა მოიცავდეს ცოდნის სამივე კატეგორიას: დეკლარატიულს, პროცედურულსა და პირობისეულს.

კომპლექსური დავალებები პირდაპირ პასუხობს ეროვნული სასწავლო გეგმის პრინციპებს. უფრო კონკრეტულად კი მოიცავს ცოდნის სამივე კატეგორიას. მოსწავლემ კომპლექსურ დავალების ნამუშევრით პასუხობს კითხვებს: რა ვიცი? (დეკლარატიული) როგორ გავაკეთო? (პროცედურული), როდის ან რატომ გამოვიყენო ეს ცოდნა? (პირობისეული).

კომპლექსური დავალებებისთვის მოსწავლეებს რამდენიმე დღე აქვთ სამუშაოდ, მასწავლებელმა კი წინარე ცოდნა უნდა გაუაქტიუროს ბავშვებს, რათა შემდეგ მათ ნამუშევრის შექმნა უფრო გაუმარტივდეთ. ამ ტიპის დავალების შესრულებისას მოსწავლე მიღებულ ცოდნას თავს უყრის და ერთმანეთთან აკავშირებს.

რაც შეხება განსხვავებას კომპლექსურსა და ჩვეულებრივ დავალებას შორის, კომპლექსური დავალების შექმნისას მოსწავლე უფრო სიღრმისეულად ეუფლება ამა თუ იმ თემას, იქიდან გამომდინარე, რომ კომპლექსური დავალებების დამუშავება რამდენიმე გაკვეთილის განმავლობაში მიმდინარეობს და მრავალფეროვან აქტივობებს მოიცავს, მიღებული ცოდნა ღრმად იბეჭდება ბავშვის გონებაში.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, კომპლექსური დავალებები ცოდნის სამივე კატეგორიას მოიცავს, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსწავლეს არა მხოლოდ თეორიული ცოდნა ექნება ნასწავლი თემის შესახებ, ის პრაქტიკაში, პროდუქტის შექმნისას გაიაზრებს, როგორ უნდა გამოიყენოს მიღებული ცოდნა შემდგომ, ცხოვრებისეულ სიტუაციებში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203