ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა „პროგრესის“ აღსაზრდელები ინოვაციის კონკურსის ნახევარფინალში არიან
22-03-2018
ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა „პროგრესის“ ბათუმის ფილიალის  STEM Academy-ის მოსწავლეები „ათასწლეულის გამოწვევის ფონდის“ ინოვაციის კონკურის ნახევარფინალში გავიდნენ.  

მოსწავლეებმა კონკურსზე პროექტი - Meditap Wristband წარადგინეს.  

ექსპერტთა კომისიამ, მეორე ეტაპზე გასული ოცი გუნდიდან, კონკურსის ფინალისთვის თორმეტი გუნდი შეარჩია. 

ნახევარფინალისტების შერჩევა მოხდა ინტერვიუებისა და ინოვაციური პროექტების პრეზენტაციების საფუძველზე.

ფინალისტებს ფინანსურ მხარდაჭერას ათასწლეულის გამოწვევის ფონდი გაუწევს, რაც გუნდებს შესაძლებლობას მისცემს, განავითარონ ინოვაციური პროექტები და დასრულებული სახით წარადგინონ კონკურსის ფინალში.
 

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ფინალი გაიმართება 2018 წლის აპრილში.

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსში პირველ ადგილზე გასული გუნდი აშშ-ში გაემგზავრება და მონაწილეობას მიიღებს NASA-ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203