უდის N2 საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე განსხვავებულად აღნიშნეს
22-03-2018
უდის N2 საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მოსწავლეებმა სპორტული აქტივობები ჩაატარეს. სპორტულ შეჯიბრებებში VI-დან X კლასის ჩათვლით მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
ისინი ერთმანეთს სპორტის სხვადასხვა სახეობაში შეეჯიბრნენ.
ღონისძიების ბოლოს მათ სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.