უწერის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის ყოფილმა მასწავლებელმა, ლელა კოტორაშვილმა, მოსწავლეებს უჩვეულო სიურპრიზი მოუწყო.
მასწავლებელი ამჟამად თბილისში იმყოფება. მან თავის მოსწავლეებს ფოსტის მეშვეობით წერილები გაუგზავნა.
„ჩვენ დიდი ხანი ველოდით წერილების მოსვლას და ვერც წარმოიდგენთ, თუ როგორ გაგვიხარდა მათი მიღება. წაკითხვის შემდეგ კი ერთი სული გვქონდა დაგვეწერა საპასუხო წერილები და ჩვენი შთაბეჭდილებები გაგვეზიარებინა,“- ამბობენ სკოლის მოსწავლეები.
საპასუხო წერილები მოსწავლეებმა უკვე გაუგზავნეს მასწავლებელს.
ლელა კოტორაშვილი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროგრამის „ასწავლე საქართველოსთვის“ მონაწილე იყო და უწერის საჯარო სკოლაში მოსწავლეებს ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლიდა.
ლელა კოტორაშვილი - მასწავლებელი მაღალმთიანი რაჭის სოფლიდან
იხილეთ ფოტოები