როგორ აღნიშნეს ჩიბათის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე
22-03-2018
ჩიბათის საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა კლასის დამრიგებელთან მარინა ტიმჩენკოსთან ერთად განახორციელეს პროექტი „ჩვენ გვიყვარს ერთმანეთი და ერთად ავისრულებთ ოცნებებს“. 

პროექტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით განხორციელდა. 
 
პატარებმა პროექტის ფარგლებში დაამზადეს პოსტერები ოთხ ენაზე.      

 
ამისათვის ისინი სკოლის უცხო ენების მასწავლებლებს ესტუმრნენ და დახმარება სთხოვეს.     
 
„პირველკლასელებმა შეძლეს უფროსების ჩართვა მათ სასწავლო პროექტში, რამაც მეტი ინტერესი გამოიწვია. მოგვიანებით კი პატარებმა მათი ნაშრომების, მოძიებული ინფორმაციების პრეზენტაციაზე და პროექტის შემაჯამებელ აქტივობაზე მიგვიწვიეს“ - აცხადებს სკოლის წარმომადგენელი.     
 
იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203