განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ინფორმაციით, საგნებში სადაც ჩათვლა იწერება, სემესტრული შეფასების კორექტირება მასწავლებლებს სისტემა eSchool-ში სემესტრის დახურვის შემდგომ შეეძლებათ.
„იმისათვის რომ, მასწავლებლებმა შეძლონ მოსწავლეების სემესტრული შეფასების კორექტირება ისეთ საგნებში, რომლებიც ფასდება ჩათვლით, საჭიროა სისტემა eSchool-ში მოხდეს სემესტრის დახურვა, რის შემდეგაც შესაძლებელი იქნება მოსწავლეების სემესტრული შეფასების კორექტირება "მოთხონების" ფუნქციონალის გამოყენებით.